logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, ჩანაწერების საქმეს გამოიძიებენ დეტალურად, ამაში ჩაერთო აშშ შესაბამისი სამსახურებით, „ნაცმოძრაობას“ ეს შედეგები არ მოეწონება
- +

20 სექტემბერი. 2021. 20:14

 

 

უსაფრთხოების სამსახურის სპეციფიკა დარწმუნებული ვარ ათი პროცენტით მაინც იცით. კანონიერი გზით ნებისმიერი ადამიანის მოსმენაა შესაძლებელი. ინდულგენცია მსოფლიოში არც ერთ ადამიანზე არ არსებობს, უკანონო მოსმენა არც ერთი ადამიანის არ შეიძლება“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

„შესაბამისად, რა მოხდა არც თქვენ, არც მე, არავინ იცის რეალურად რა ხდება. ამას სჭირდება არა ერთი და ორი კვირის გამოძიება. ახლა შემოაგდეს, რომ ამის გამოძიება ვერ მოესწროს, ამას სჭირდება თვეები და შეიძლება რამდენიმე წელიც დასჭირდეს. ვინ მოისმინა, რომელი იყო კანონიერი, რომელი იყო უკანონო, ვინ ჩაწერა, ვის აწყობდა, ვის პერიოდში ჩაიწერა, საიდან გავრცელდა, ხომ არ იყო მაგალითად, პირობითად ვამბობ, სხვა ქვეყნის სპეცსამსახური ამაში ჩარეული, ან რომელი არის რეალური და რომელი არის არარეალური. რაც ვნახეთ შეიძლება მარტივი დასკვნის გამოტანა. ნიკა გვარამიამ რომ გაასაჯაროვა რაღაცები, ისიც ასე იყო. რაღაც იყო რეალობასთან ახლოს და რაღაც იყო ტყუილი. ის რაღაც, რომელიც ტყუილი იყო, გაცილებით ბევრი იყო. ამიტომ, წინასაარჩევნო მანიპულაციაა ელემენტარული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გამოიძიებენ ყველაფერს დეტალურად, ამაში ჩაერთო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ თავისი შესაბამისი სამსახურებით. დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობის“ და მისი მედიის წარმომადგენლებს ეს შედეგები არ მოეწონებათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ უშიშროების სამსახურმა ქვეყანაში უნდა დაიცვას უსაფრთხოება, კანონის ფარგლებში მოუსმინოს მას, ვინც მოსასმენია, მათ შორის დიპლომატებსაც, თუ ასეა საჭირო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner