logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ ლიდერები დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ
- +

20 სექტემბერი. 2021. 21:29

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ.

 

პარტიის ლიდერებმა მეორე შეხვედრა ზუგდიდში გამართეს.

 

შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში მერობის კანდიდატებთან და შტაბის უფროსებთან მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე იმსჯელეს.

 

დღეს შეხვედრა გაიმართა ქუთაისში.

 

მომდევნო შეხვედრები ოზურგეთში, ბათუმსა და ამბროლაურში ჩატარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner