logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: ბანერზე კი არ არის სისხლი, სისხლი არის მათ ხელებსა და სახეებზე
- +

21 სექტემბერი. 2021. 20:34

 

„სიძულვილი, ზიზღი, ძალადობა ეს არის „ნაცმოძრაობისა და მისი ტელევიზიების ხელწერა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან  ე.წ. სისხლიან ბანერებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისხლი არა ბანერებზე, არამედ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ხელებზეა.

 

„სისხლი იყო ქვეყანაში 9 წელი. ბანერზე კი არ არის სისხლი, სისხლი არის მათ ხელებსა და სახეებზე, იმიტომ რომ მათ აქვთ უამრავი უმძიმესი დანაშაული ჩადენილი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. მათ დაკარგეს ქვეყნის ტერიტორიების 20%, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა - ჩვენი ჯარისკაცები, სამოქალაქო პირები, გმირები დაიღუპნენ მათი ავანტიურისტული, სამარცხვინო ქმედებების გამო. მათ არაერთი ადამიანი მოკლეს ციხეებში და ციხეებს გარეთ. ეს არის სისხლი და არა ის სისხლი, რაც ბანერებზე არის გამოსახული. ბანერებზე რაც არ უნდა სისხლი გამოფინო, ბუნებრივია, ეს არანაირ გავლენას არავისზე არ მოახდენს, თუ კონკრეტული ადამიანები არ არიან შემჩნეულნი სისხლიან წარსულში“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner