logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: თვითმმართველობის ორგანოები დღეს ბევრად უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე წლების წინ იყო
- +

21 სექტემბერი. 2021. 21:26

 

 

„თვითმმართველობის ორგანოები დღეს ბევრად უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე წლების წინ იყო, თუმცა, ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, მეტი დამოუკიდებლობაც შეიძლება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„ამას ხელი შეუწყო როგორც კანონმდებლობამ, ასევე მერების არჩევითობამ, მაგრამ თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობის ხარისხი სასურველისგან ჯერ კიდევ შორსაა. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ მოხდეს ფინანსური, ფისკალური და პრაქტიკული დეცენტრალიზაცია, რომ სულ მცირე 7%-ს განსაზღვრავდნენ ადგილობრივი თვითმმართველობები. ეს კიდევ უფრო გაზრდის დამოუკიდებლობის ხარისხს. ამაზე აკეთებენ სწორებას ევროპული ქვეყნები და ჩვენი მიდგომაც სწორედ ასეთია“, - განაცხადა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner