logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ის, რომ საქართველოში უზრუნველყოფილია სახელმწიფო უსაფრთხოება, ეს პირველ რიგში სუს-ის დამსახურებაა
- +

21 სექტემბერი. 2021. 21:42

 

„ის, რომ საქართველოში უზრუნველყოფილია სახელმწიფო უსაფრთხოება, ეს პირველ რიგში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურება და მათ უნდა გააგრძელონ მუშაობა ყველა მიმართულებით, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„რაც შეეხება დიპლომატების მოსმენას, არავითარი მტკიცებულება ამ კუთხით არ არსებობს. ეს არის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი. არის რაღაც გაუგებარი ქაღალდებით თავისი ტყუილ-მართლით და იქ ხდება სპეკულირება ამ ყველაფრით. როდესაც მტკიცებულება არ გაქვს და აგრძელებ სპეკულირებას, ეს არ არის კარგი პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner