logo_geo
eng_logo
სებასტიან კურცი: დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენი კარგი შეხვედრისა და ავღანეთის თემაზე მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართული მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის
- +

22 სექტემბერი. 2021. 10:30

  

 

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრისა და ავღანეთის თემაზე  მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართული მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის.

 

ამის შესახებ სებასტიან კურცი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

მისივე თქმით, ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ.

 

„დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენი კარგი შეხვედრისა და ავღანეთის თემაზე  მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართული მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის.

 

ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ. ჩვენ ახალი კორონავირუსის პანდემიის დროსაც  მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“,- წერს სებასტიან კურცი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner