logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“, ნაცვლად საარჩევნო კამპანიის წარმოებისა, ცდილობს არეულობის გამოწვევას
- +

22 სექტემბერი. 2021. 12:33

 

 

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი 21 სექტემბერს დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც წინასაარჩევნო შეხვედრის დროს ოპოზიციის ორი აქტივისტი დაჭრეს.

 

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, ნაცვლად საარჩევნო კამპანიის წარმოებისა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევას.

 

მისივე თქმით, ამ მიზნით, ბოლო დღეებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების პროვოცირება.

 

„ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა ამ შეხვედრის ჩაშლა. სამწუხაროდ, გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს. არჩევნებამდე დარჩა 10 დღე. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ 10 დღის განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა. მოთმენა არის რთული, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner