logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს პლატფორმას მაქსიმალურად გამოიყენებს იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილები საერთაშორისო საზოგადოებას გააგებინოს
- +

22 სექტემბერი. 2021. 17:22

 

 

მმართველი გუნდი აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აფასებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს, რომლებზეც ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა.

 

„ეს არის მაღალი ტრიბუნა, საიდანაც პრემიერს აქვს საქართველოს სახელით გზავნილების გაჟღერების საშუალება და ირაკლი ღარიბაშვილი ამ პლატფორმას მაქსიმალურად გამოიყენებს იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილები გააგებინოს მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებას. ჩვენ გვაქვს უამრავი გამოწვევა, მათ შორის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და, ბუნებრივია, ამ კუთხითაც იქნება გზავნილები გაჟღერებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“, - აღნიშნავს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

 

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner