logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიას არ აქვს ინტელექტი, „ხულიგანია“!
- +

22 სექტემბერი. 2021. 17:49

 

 

„ნიკა მელია გაექცა დებატებს ერთი მარტივი მიზეზის გამო - მას სათქმელი არაფერი აქვს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ნიკა მელიას არ აქვს არც ინტელექტი, ის არის „ხულიგანი“ და ასეთი ადამიანების ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში - დებატებში არ არის.

 

„შესაბამისად, მან ცხოვრებაში პირველად სწორად შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გაექცა დებატებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „პირველი არხის“ ეთერში დედაქალაქის მერობის კანდიდატების დებატები, მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად მელიამ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაასახელა და თქვა, რომ მასთან ერთ სივრცეში ყოფნას არ აპირებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner