logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მელიამ სწორად შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და დებატებს გაექცა!
- +

22 სექტემბერი. 2021. 17:49

 

 

„ნიკა მელია გაექცა დებატებს ერთი მარტივი მიზეზის გამო – მას სათქმელი არაფერი აქვს“,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა და მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებს შორის დებატები დატოვა.

 

მისივე შეფასებით, მელიამ საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასა და დებატებს გაექცა.

 

„მელია გაექცა დებატებს ერთი მარტივი მიზეზის გამო – მას სათქმელი არაფერი აქვს. მას არ აქვს არც ინტელექტი, ის არის „ხულიგანი“ და ასეთი ადამიანების ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში, დებატებში არ არის. შესაბამისად, მან ცხოვრებაში პირველად სწორად შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გაექცა დებატებს“,- განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner