logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია თბილისის საკრებულოში მყარ უმრავლესობას მოიპოვებს
- +

23 სექტემბერი. 2021. 12:49

 

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ყველა ოლქში ლიდერობენ.

 

შესაბამისად, თბილისის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

 

„ქართული ოცნება“ 32;

 

„ნაციონალური მოძრაობა“ 11;

 

„საქართველოსთვის“ 2;

 

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ 2;

 

„პატრიოტთა ალიანსი“ 1;

 

„ლელო“ 1;

 

„მოქალაქეები“ 1;

 

„შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბერს, ჩვენი დედაქალაქის ამომრჩევლების მხარდაჭერით, კახა კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს მისი საკრებულოს გუნდიც და შესაბამისად, გაიმარჯვებს თბილისიც“, - აღნიშნა, კვლევის შედეგების გამოცხადებისას, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა.

 

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner