logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის ვითარების დაძაბვა, რომ არჩევნების მეორე დღეს ქვეყანაში არეულობა იყოს
- +

23 სექტემბერი. 2021. 21:08

 

„რაც დღეს ნიკა მელიამ გააკეთა ევროკავშირის ოფისთან, იყო კულმინაცია იმ პროვოკაციებისა, რომლებსაც ბოლო დღეების განმავლობაში აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათი სხვადასხვა დონის ლიდერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ევროკავშირის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ განაცხადა.

 

„ორი თვის განმავლობაში ყველანი ვხედავდით, რომ ძალიან მშვიდ ვითარებაში მიდიოდა საარჩევნო კამპანია, თუ ამას კამპანია დაერქმევა, როდესაც ოპოზიციური პარტიები პრაქტიკულად კამპანიასაც კი ვერ აწარმოებდნენ. ამან, როგორც ჩანს, ისინი შეაშფოთა და ბოლო დღეების განმავლობაში წავიდნენ პროვოკაციებზე სხვადასხვა რეგიონში. დღეს უკვე უშუალოდ მათი პარტიის თავმჯდომარემ იკადრა ის, რომ პროვოკაცია ევროკავშირის საელჩოსთან მოაწყო და სცადა, ირაკლი კობახიძე გამოეწვია, მაგრამ მას არ გამოუვიდა. აქედან კარგად ჩანს, რა არის მათი მიზანი. მიზანი არის არა არჩევნები, არამედ ვითარების დაძაბვა, რომ არჩევნების მეორე დღეს მიაღწიონ იმ შედეგს, რაც მათ უნდათ, ეს არის არეულობა ქვეყანაში, მაგრამ ცხადია, მათ ეს არ გამოუვათ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner