logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, როგორმე პროვოკაციაზე წამოაგოს „ქართული ოცნება“
- +

24 სექტემბერი. 2021. 12:20

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, როგორმე პროვოკაციაზე წამოაგოს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ერიდება პროვოკაციებს და პრინციპში, მისი წინასაარჩევნო კამპანია სწორედ პროვოკაციებზე არის აგებული. ამაზე ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ვისაუბრეთ და ვუთხარით, რომ ისინი, ფაქტობრივად, არ აწარმოებენ ადგილობრივი არჩევნებისთვის დამახასიათებელ წინასაარჩევნო კამპანიას, არ ჩადიან რეგიონებში, არ ესაუბრებიან ხალხს და მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე გამოიწვიონ პროვოკაცია“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

23 სექტემბერს, ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner