logo_geo
eng_logo
აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ საელჩოში უმასპინძლა რესპუბლიკელ იურისტთა ასოციაციის წევრებს და აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერს
- +

24 სექტემბერი. 2021. 12:32

 

 

აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ საელჩოში უმასპინძლა რესპუბლიკელ იურისტთა ასოციაციის წევრებს (Republican National Lawyers' Association - RNLA) და სპეციალურ სტუმარს აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერს სენატორ მიჩ მაკკონელს.

 

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა იმ ერთგულებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა აგებული.

 

სენატის უმცირესობის ლიდერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ მტკიცე დგომისთვის, მათ შორის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში რუსული სენტიმენტების არარსებობისთვის:

 

„ქართველებს უწევთ დაუდგნენ რუსებს, თან ძალიან ახლოდან, მათ შორის შემოჭრისა და ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც თითქმის 15 წელია გრძელდება. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტში არ არის არანაირი სენტიმენტი რუსეთის მიმართ. ასე რომ, მადლობა საქართველოს სიმამაცისთვის და რუსების მიმართ მტკიცე დგომისთვის. ჩვენც გვიწევს მათთან გამკლავება, თუმცა დისტანციურად, რაც გარკვეულწილად იოლი უნდა იყოს სამეზობლოში მათ გვერდით ცხოვრებასთან შედარებით“, - განაცხადა მიჩ მაკკონელმა.

 

RNLA-ის მმართველთა საბჭოს წევრმა რებ ბრაუნელმა მადლობა გადაუხადა ელჩს ასოციაციის მასპინძლობისათვის და სენატორ მიჩ მაკკონელს ედვინ მეზის ჯილდო გადასცა, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვისთვის არის დაწესებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner