logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რადგან მის ოფისთან მოაწყო პროვოკაცია
- +

24 სექტემბერი. 2021. 16:28

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რადგან მის ოფისთან მოაწყო პროვოკაცია.

 

„ევროკავშირის ელჩის ოფისის წინ მოხდა ეს ყველაფერი და პირველ რიგში მას აკადრა მელიამ ის, რაც გააკეთა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კარლ ჰარცელის მხრიდან მყისიერი რეაგირება ამ თემაზე, მით უმეტეს, რომ ისიცაა პასუხისმგებელი ცნობილი კრიმინალის, ნიკა მელიას გარეთ ყოფნაზე. პოლიტიკოსის საქმე არის პოლიტიკის კეთება, მაგრამ გუშინ ნიკა მელია იმსახურებდა გინებას და ამიტომ მიიღო შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

23 სექტემბერს, ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner