logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: რატომ არ ატარებს წინა საარჩევნო კამპანიას „ნაცმოძრაობა“, ყველა სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, რაღაც დასკვნები ხომ უნდა გამოვიტანოთ
- +

25 სექტემბერი. 2021. 20:07

 

„შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ველზე არ მუშაობს ნაციონალური მოძრაობა, რატომ? ერთადერთი იმიტომ, რომ ფონი შექმნან აადუღო სიტუაცია და მეორე დღიდან დაიწყონ ზუსტად იგივე რაც გააკეთეს საპარლამენტო არჩევნების დროს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

 

მისთვის გაუგებარია, რატომ არ არის წინა საარჩევნო კამპანიით დაკავებული „ნაციონალური მოძრაობა“ და რისთვის ემზადებიან რეალურად.

 

„მინდა, ვკითხო საზოგადოებას, რატომ არ დადის ველზე „ნაციონალური მოძრაობა“, რატომ არ ატარებენ საარჩევნო კამპანიას, რატომ არ კიდებენ ბილბორდს? საარჩევნო კამპანიით რატომ არ არიან დაკავებულები და რატომ არიან დაკავებული, მხოლოდ სატელევიზიო ტყუილებით და პროპაგანდირებით და სატელევიზიო შუებით ამ რაღაცა ანომალიური და ამორალური პერფორმანსებით. რა თქმა უნდა, უფლება აქვს, თუ არ უნდა არ გაუშვებს აგიტატორს არცერთ მოქალაქესთან, მაგრამ რომ არ აკეთებს ამას და მის უფლებას ასე იყენებს ყველა სხვა წინა არჩევნებისგან განსხვავებით, რაღაც დასკვნები ხომ უნდა გამოვიტანოთ. ქართულმა საზოგადოებამ ეს კინო უკვე ნახა და მათ შორის, მათმა ამომრჩევლებმა, მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა მელიამ მოატყუეს თავისი მხარდამჭერები და აჯერებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და საბოლოო აღმოჩნდა, რომ არჩევნები არ გაყალბდა, რაც მთელმა მსოფლიომ აღიარა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner