logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობამ“, რომელიც ქვეყანაში მთავარი დესტაბილიზატორია, ბოლო დღეების განმავლობაში სიტუაციის არევა სცადა
- +

26 სექტემბერი. 2021. 22:20

 

 

„მთლიანობაში, საქართველოში საარჩევნო გარემო არის ძალიან მშვიდი, უბრალოდ რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა“, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის საარჩევნო პროგრამის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

 

„ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც რეალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას. დანარჩენ პარტიებს არც პროგრამა აქვთ, არც გეგმა. დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ რეფერენდუმზე, რომელიც თვითონაც ვერ გაარკვიეს, რას ნიშნავდა და დღეს უკვე მგონი, ამას ვერ ლაპარაკობენ, უკვე შეწყვიტეს ლაპარაკი. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც არის მთავარი დესტაბილიზატორი ამ ქვეყანაში და არ მოსწონდა მშვიდი გარემო, სცადა არევა სიტუაციის. ამის ნათელი მაგალითი იყო ნიკა მელიას ხულიგნური გამოხტომა, მაგრამ მთლიანობაში, ამით ვერაფერს მიაღწევენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner