logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ოპოზიციისდა სამწუხაროდ 2 ოქტომბერს არჩევნებში „ქართული ოცნება“ კვლავ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა
- +

27 სექტემბერი. 2021. 00:59

 

 

„დღეს ოპოზიციისდა სამწუხაროდ 2 ოქტომბერს არჩევნებში „ქართული ოცნება“ კვლავ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა“, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოზურგეთში, ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„წინასაარჩევნო გარემო წელს პრინციპში არის განსაკუთრებული და ორიგინალური, რადგან მმართველი სახელისუფლებო პარტია ვართ ველზე, ვმუშაობთ, ვხვდებით ამომრჩეველს, ამის მაგალითია თუნდაც ჩემი ოზურგეთში ყოფნა, მაგრამ ოპოზიციური პარტიები პასიურობენ და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ არჩევნები კი არა, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდი აინტერესებთ. მათ სურთ, როგორმე მიაღწიონ დესტაბილიზაციას და ჰქონდეთ საბაბი, რომ მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner