logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: დღევანდელი რეალობაა, როცა სახელმწიფო აგებს ძალიან ბევრ საქმეს მოქალაქეებთან - ეს შეუძლებელი იყო წინა ხელისუფლების პირობებში
- +

27 სექტემბერი. 2021. 02:13

 

 

„სახალხო დამცველ სოზარ სუბარზე თუ საუბრობთ, ეს იყო პერიოდი, როდესაც წლის განმავლობაში 18 ათასი სისხლის სამართლის საქმიდან, ერთი გამამართლებელი განაჩენი დადგა მარტო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა იმ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, გავრცელებულ ჩანაწერებში ჩანს, რომ დეპუტატები მოსამართლეებს აძლევდნენ მითითებებს კონკრეტულ საქმეებზე.

 

„არანაირი მითითება ბუნებრივია სასამართლოზე არ ხდება. ახლა გავიხსენებ, შსს-მ წააგო ძალიან კონკრეტული საქმე ერთ მოქალაქესთან თუ პოლიციელთან, ალბათ, ისიც მითითებით მოხდა, ხომ? აი, ეს არის დღევანდელი რეალობა, როცა სახელმწიფო აგებს ძალიან ბევრ საქმეს მოქალაქეებთან. ეს შეუძლებელი იყო წინა ხელისუფლების პირობებში. რა ჩანაწერებზე ლაპარაკობთ მართლა არ მესმის. რაღაცას აფრიალებენ, რომლის დაწერა ახლა ჩვენც შეგვიძლია. ყველაზე დიდი ტყუილი ის არის, როდესაც ტყუილს და მართალს ურევ ერთმანეთში, აი, მაშინ არის შეუძლებელი სიმართლის გარკვევა, ეგ არის ყველაზე დიდი ტყუილი. შეიძლება, მართლა არის რაღაც ჩანაწერი, რომელიც არის რეალობა, რომელთაგანაც ზოგი შეიძლება იყოს კანონიერი, ზოგი უკანონო და ესეც გამოძიების თემაა. ამ საკითხზე გამოძიება დაწყებულია. არის ადამიანთა საზოგადოება, იქ ყოველთვის არის ცდუნება, რომ ვიღაცამ კანონი დაარღვიოს და სისტემაშიც, სადაც ასეულობით ადამიანი მუშაობს, შესაძლებელია, რომ ვიღაცამ კანონი დაარღვია. ამისთვის ის აგებს პასუხს, თუ ესეთი გამოვლინდება. გამოძიება დაწყებულია პროკურატურაში და პროკურატურა გასცემს ყველა კითხვას პასუხს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner