logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ხალხის დიდ ნაწილს „ნაციონალები“ ხელისუფლებაში არ უნდა
- +

27 სექტემბერი. 2021. 03:02

 

 

„თუ ჩამოყალიბდა მესამე პოლუსი, რომელიც დაიმსახურებს ნდობას, საქართველოს გაუჩნდება შანსი, რომ ხელისუფლებაში არ აირჩიოს პარტია მარტო იმიტომ, რომ მეორე პარტიის მხრიდან ძალადობა აშინებს. გაჩნდება რეალური პოლიტიკური პლურალიზმი და კონკურენცია, რაც მოახდენს ქართულ პოლიტიკაში ძალადობის ლიკვიდაციას“, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

 

მესამე პოლუსი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას ავტომატურად შეცვლის უკეთესობისკენ მიუხედავად იმისა, თუ პიროვნულად ვინ იქნება მოკალათებული თითოეულ პოლუსზე. მეეჭვება, რომ ამის ტოლფასი რაიმე მოიტანოს 43%-ის საკითხზე მსჯელობამ.

 

რაც შეეხება 43%-იან ზღვარს, მის იმედად ყოფნა უპერსპექტივო მეჩვენება ბევრი მიზეზის გამო. უმთავრესია ის, რომ ხალხის დიდ ნაწილს არ უნდა „ნაციონალები“ ხელისუფლებაში. თუ ხალხმა გააცნობიერა, რომ 43% შანსს აძლევს „ნაციონალებს“, მოსახლეობა მისი პირველი და მესამე სეგმენტი მობილიზდება და „ოცნებას“, დაახლოებით, 60% დაუჭერს მხარს ისევე, როგორც ეს მოხდა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში 2018 წელს.

 

თუ „ოცნებამ“ ვერ აიღო ეს საჯილდაო პროცენტი და სხვადასხვა გავლენების წყალობით დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, აქ ისევ დამარცხდებიან „ნაციონალები“ და გაიმარჯვებს „ოცნება“, რასაც წინასწარმეტყველებს ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა და არჩევნების შედეგები 2012 წლის შემდეგ.

 

ამ არითმეტიკიდან გამომდინარე მეჩვენება, რომ 43%-ის ახლა წამოწევა, ზოგადად, უშედეგოა და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ „ნაციონალებმა“ საკუთარ ამომრჩეველს შეუნარჩუნონ ხელისუფლებაში მოსვლის მოლოდინი”, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner