logo_geo
eng_logo
გახარიას პარტიის დეპუტატობის კანდიდატი სპილენძის ქვაბის ქურდობისთვის დააკავეს
- +

27 სექტემბერი. 2021. 14:51

 

კახეთში,  პარტია „საქართველოსთვის წევრი, ვასილ პაპაშვილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ის სიღნაღის საკრებულოში წარდგენილი პროპორციული სიით გამსვლელ დეპუტატთა შორის 22-ე ნომერს იკავებს.

 

გამოძიების ცნობით, 22 წლის ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სათავსიდან სხვადასხვა ლითონის საგნებს სისტემატურად იპარავდა.

 

არსებული ინფორმაციით, პაპაშვილი ქურდობის დროს დააკავეს. ჩხრეკისას ამოღებულია  სხვადასხვა მოწყობილობა, მათ შორის, სპილენძის ქვაბი. მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner