logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: გვჯერა, რომ ერთ დღეს გაერთიანდება ჩვენი ქვეყანა, ვიქნებით ძლიერი, მტკიცე სახელმწიფო
- +

27 სექტემბერი. 2021. 20:50

 

 

„ჩვენი მომავალი არის ნათელი - გვჯერა, რომ ერთ დღეს გაერთიანდება ჩვენი ქვეყანა, ვიქნებით ერთიანი, ძლიერი, მტკიცე სახელმწიფო, რომელიც მთელ ერს გააერთიანებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახა კალაძის საარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

„ეს დღე სიმბოლურია, ვინაიდან ჩვენ ერთი მხრივ გვაერთიანებს ტკივილი და დროებითი მოუშუშებელი იარა, რომელიც სოხუმის დაცემამ მოგვაყენა ჩვენ ყველას, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ კარგად გვახსოვს და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა გავიხსენოთ ეს დღე და სწორედ ამ სულისკვეთებით, უკეთესი მომავლის რწმენით უნდა ვისაუბროთ მომავალზე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner