logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: თბილისში პირველივე ტურში გამარჯვების იმედიც გვაქვს და ყველა რეალური მონაცემიც ამაზე მეტყველებს
- +

28 სექტემბერი. 2021. 00:04

 

„თბილისში პირველივე ტურში გამარჯვების იმედიც გვაქვს და ყველა რეალური მონაცემიც ამაზე მეტყველებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„მაგალითად, გამოქვეყნდა „გორბის“ კვლევა. ჩვენ ასევე პარტიულ მონაცემებს ვასაჯაროებთ მას შემდეგ, რაც ყველა ბრიფინგზე და ინტერვიუს დროს გვეკითხებოდნენ, რატომ არ აქვეყნებთ პარტიულ კვლევებსო. მერე გამოვაქვეყნეთ და გვეუბნებოდნენ, რატომ გამოაქვეყნეთო. ეს კვლევა არის რეალური და არჩევნებზე ზუსტად ვნახავთ, რეალურია თუ არა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner