logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციას გამარჯვების პერსპექტივა არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველი რეიტინგებით ბაქიბუქობენ
- +

28 სექტემბერი. 2021. 00:34

 

„არ არის დასამალი, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობა იქნება, ოპოზიციას გამარჯვების პერსპექტივა არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველი რეიტინგებით ბაქიბუქობენ“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

 

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს და ამ მიზანს ოპოზიცია ვერ მიაღწევს.

 

„ნებისმიერ პარტიას რეალურ რეიტინგს საზოგადოება ანიჭებს. არ არსებობს იმის პერსპექტივა, რომ ოპოზიციას რაიმე წარმატება ექნება. სწორედ ამიტომ უნდა ველოდოთ იმას, რომ მათი სტრატეგიის მთავარი მიმართულება დესტაბილიზაცია იქნება. ასევე, რეგიონული უპირატესობის მოპოვების მიმართულებით არსებობს ბევრი დაინტერესებული მოთამაშე, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია აწყობს. ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ოპოზიციის მიზანი მიღწევადი არ არის, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. ამას არანაირი წინაპირობა არ ექნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner