logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: საქართველოს მოქალაქეების გლოვის მონაწილე ვარ
- +

10 ოქტომბერი. 2021. 12:26

 

 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

ელჩი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს”, – წერს კარლ ჰარცელი “Twitter”-ზე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner