logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ჩრდილოვან მთავრობაზე: ეს არის რაღაც უაზრო თამაშები
- +

21 ოქტომბერი. 2021. 13:31

 

 

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას მიერ თბილისის ჩრდილოვანი მთავრობის წარდგენას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კოალიციური მთავრობა ჯერ კიდევ არჩევნების პირველ ტურამდე წარადგინა და მასში მელიასთან ერთად ელენა ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე შედიოდნენ.

 

„ახლა ამას დაამატეს 2,5%-იანი „ლელო“ და 0%-იანი ბურჯანაძის „პროდასავლური“ პარტია. ეს არის რაღაც უაზრო თამაშები. რა თქმა უნდა, კონკრეტულად თბილისში კახა კალაძე უპირობოდ, დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს მეორე ტურში და იგივე მოლოდინი გვაქვს დანარჩენ 19 მუნიციპალიტეტშიც“, - განაცხადა კობახიძემ.

 

20 ოქტომბერს ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner