logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩეველს შეხვდა
- +

21 ოქტომბერი. 2021. 13:40

 

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩეველ ლენა ოუენსს შეხვდა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი გაეცნო ზოგადად კომიტეტის საქმიანობას, სამომავლო გეგმებს.

 

შეხვედრაზე მხარეები ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.

 

„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ უახლოესი გეგმების შესახებ, რაზედაც კომიტეტი იმუშავებს, მათ შორის, არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს საქართველოს სამართლებრივ სისტემაში. გავაცანით ჩვენი ხედვა, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს და რა არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტებს. ჩვენი პოზიციები ბევრი მიმართულებით დაემთხვა, მათ შორის, თუნდაც ამ გამოწვევების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი საფუძველი ჩაეყრება სამომავლოდ ნაყოფიერ თანამშრომლობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner