logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ბექა ბასილაიაც ადასტურებს, რომ მიშა ცომაიასთვის გატაცების შეტენვას აპირებდა, მაგრამ ის ფორმა, რა ფორმით ეს კადრები „იმედის“ ეთერში მოხვდა, ეს არისო კანონდარღვევა
- +

22 ოქტომბერი. 2021. 12:29

 

 

„ამას იძახის იმ ძალების გამპრავებელი, ვინც თავისი მედიასაშუალებებით ბოლო ორი თვეა „სუს-ის ფაილებით“ აცხოვრებს საქართველოს და რომლებიც, „რა თქმა უნდა, კანონიერი გზით მოიპოვეს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ბექა ბასილაიას კომენტარს, სადაც ის ადასტურებს, რომ კადრები ნამდვილია, თუმცა ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან კადრების გასაჯაროება კანონდარღვევა.

 

„დილაობით ხეობისკენ ძაღლს ვასეირნებ და ჩემს უკან მცხოვრები მეზობლის ღობის გასწვრივ მიწევს გავლა. ეს მეზობელი - ტრაილერის მძღოლი ელგუჯა ცომაიაა და იმის ალბათობა, რომ სააკაშვილი არა სანზონაში, არამედ ძეგვში მიეყვანა - 50/50-ზე იყო. იზრდებოდა იმის ალბათობაც, რომ პირბადე/გახვეული სააკაშვილი შემხვედროდა პირველი ოქტომბრის დილას. მე მგონი, რომ ერთმანეთს ვიცნობდით... იმედია, რომ ელგუჯამაც იცნო გუშინწინ საკუთარი supercargo - არაჟნის ვარგისიანობაზე ზედამხედველი სააკაშვილი. მე არ შევალ ამ აგვისტოს თვეში, კოვიდით გარდაცვლილი მეუღლის გამო დაქვრივებული ცომაიას თავისი საქციელის მოტივაციაში, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ახლა მაინც შეიცნოს საკუთარი „ცოცხალი ტვირთის“ ჭეშმარიტი სახე, რომელიც მის ტრაილერში ვიდეორგოლებს ქმნიდა თუ როგორ შეტენიდა მას საკუთარ გატაცებასა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას.

 

დღეს კი ამას უკვე სააკაშვილის უფლებადამცველი, ბექა ბასილაიაც ადასტურებს - იმას კი არ იძახის, ტყუილია ის, რომ მიშა ცომაიასთვის გატაცების შეტენვას უპირებდაო, არა სწორიაო, მაგრამ ის ფორმაო - რა ფორმით ეს კადრები „იმედის“ ეთერში მოხვდაო, ეს არისო კანონდარღვევაო. ამას იძახის იმ ძალების გამპრავებელი, ვინც თავისი მედიასაშუალებებით ბოლო ორი თვეა "სუს-ის ფაილებით" აცხოვრებს საქართველოს და რომლებიც „რა თქმა უნდა, კანონიერი გზით მოიპოვეს“. მსგავსი უზნეო და უნამუსო შემსრულებლების გამო არ იჯერებს ხალხი მათ ფეიკბოდვებს, ამის გამოც არ გამოდის ქუჩაში მათ მხარდასაჭერად და ამას არ პატიობენ საკუთარ ხალხს ეს ავადმყოფები. მათ ხელში ის ჩემი მეზობელიც მაგრად მეცოდება, მაგრამ ის, რაც გუშინ გაიგო სააკაშვილზე - მას აუცილებლად უნდა გაეგო“, - წერს facebook-ზე ქართველიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner