logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული არჩევანის გზაზე, საბერძნეთისგან ვიღებთ
- +

22 ოქტომბერი. 2021. 12:51

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა საბერძნეთის პირველ დიპლომატს - საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს დენდიასს შეხვდა.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული არჩევანის გზაზე, საბერძნეთისგან ვიღებთ. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მომავალ ვიზიტზე, რომელიც საქართველოში ნოემბერში გაიმართება და იმ გეგმებზე, რომლებზეც ორი ქვეყანა სტრატეგიულად გააგრძელებს მუშაობას. საბერძნეთში საქართველოს ძალიან დიდი დიასპორა ცხოვრობს და ამ საკითხებსაც შევეხეთ. პოლიტიკურ ნაწილში, მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ მოგვესმინა საბერძნეთიდან“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner