logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: გუშინ, საზოგადოებამ ორი მნიშვნელოვანი აღიარება მოისმინა
- +

22 ოქტომბერი. 2021. 12:59

 

 

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუკზე ორ მნიშვნელოვან აღიარებაზე წერს, როდესაც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე, მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილიც ციხეში ზის და მეორე, როდესაც ბექა ბასილაიამ აღიარა, რომ სააკაშვილის მიერ სატვირთო მანქანაში გადაღებული ვიდეო სინამდვილეს შეესაბამება.

 

„გუშინ ორი მნიშვნელოვანი აღიარება მოისმინა საზოგადოებამ. „ლელოს“ ლიდერმა და ვირტუალურ მერ ნიკანორ მელიას, ასევე, ვირტუალურ მოადგილედ ნომინირებულმა მამუკა ხაზარაძემ შეიძლება უნებლიეთ, მაგრამ აღიარა რომ სააკაშვილი ციხეში დანაშაულის გამო ზის თუ გულწრფელად ასე თვლის, მაშინ „კოალიციასთან“ მოუწევს ალბათ გარჩევები. სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, შეიძლება უნებლიეთ, მაგრამ აღიარა, რომ კონტეინერში რძის პროდუქტებთან გადაღებული სააკაშვილის ვიდეო, რომლითაც ის გატაცების ინსცენირებაზე საუბრობს, რეალობას შეესაბამება. ეს კი იმას ადასტურებს, რომ სააკაშვილს მარტო ამაზე (საზღვრის უკანონო გადმოკვეთაზე) ეკუთვნის სასჯელი“, - წერს ანჯაფარიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner