logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: დავიჯერო მისთვის იმდენად ძვირფასია მელიას კაბინეტში ვიცე-მერობის კანდიდატად ყოფნა, რომ ბელადის წინააღმდეგ ვერ მიდის, თუ იცის რაც აქვს ნაჭამი და ამ თემის გაცოცხლებას ვერ ბედავს?
- +

22 ოქტომბერი. 2021. 13:17

 

 

„მელიას ჩრდილოვანი მერიის მაღალჩინოსან მამუკა ხაზარაძესთან სასამართლო დავა წააგო იმ პუბლიკაციის გამო, რომელშიც თვითმხილველებზე დაყრდნობით ეწერა, რომ „გეპეის“ კომკავშირლების ლიდერმა ხაზარაძემ თავის ზონდერებთან ერთად სააკაძის მოედანზე შეკრებილ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს პროვოკაცია მოუწყო, ხოლო თავად „ვიცე-მერობის“კანდიდატმა მერაბ კოსტავას ხელი დაარტყა“, – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მამუკა ხაზარაძეზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან „გეპეი“ კომკავშირის მდივნობის დროს მერაბ კოსტავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

მისი აზრით, გაუგებარია მამუკა ხაზარაძის მოქმედება, რადგან მან ჟურნალ „ასავალ-დასავალს“ ამ საკითხზე სამართლებრივი დავა მოუგო, მიხეილ სააკაშვილს კი, იგივე ბრალდებაზე არ გამოეხმაურა.

 

„ამ რამდენიმე წლის წინ გაზეთმა „ასავალ დასავალმა“, რომელიც ბეჭდური მედიის ერთ-ერთი ფლაგმანია და რომელსაც ნაცრეჟიმი თავის უცხოელ ლობისტებთან ერთად გამუდმებით თავს ესხმოდა (საბედნიეროდ როგორც იტყვიან ხოლმე „მკვდარი ბუზიც ვერ დაახატეს“), მელიას ჩრდილოვანი მერიის მაღალჩინოსან მამუკა ხაზარაძესთან სასამართლო დავა წააგო იმ პუბლიკაციის გამო, რომელშიც თვითმხილველებზე დაყრდნობით ეწერა, რომ „გეპეის“  კომკავშირლების ლიდერმა ხაზარაძემ თავის ზონდერებთან ერთად სააკაძის მოედანზე შეკრებილ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს პროვოკაცია მოუწყო, ხოლო თავად „ვიცე-მერობის“ კანდიდატმა მერაბ კოსტავას ხელი დაარტყა (ეს ამბავი ჩემი თაობის ხალხს კარგად გვახსოვს). საინტერესოა, თუ რატომ არ უჩივის მამუკა ხაზარაძე „განუბაჟებელ მაწანწალა არაჟან“ მიხეილ სააკაშვილს მისი ანალოგიური განცხადების გამო? დავიჯერო მისთვის იმდენად ძვირფასია მელიას კაბინეტში ვიცე-მერობის კანდიდატად ყოფნა, რომ ბელადის წინააღმდეგ ვერ მიდის, თუ იცის რაც აქვს ნაჭამი და ამ თემის გაცოცხლებას ვერ ბედავს?“ - წერს გაბრიჭიძე facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner