logo_geo
eng_logo
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქ.ალიკანტეს მერთან ესპანეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერის საკითხები განიხილა
- +

22 ოქტომბერი. 2021. 13:43

 

 

 

საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტიდი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება და შეხევდრებს მართავს ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში ადგილზე მცხოვრები თანამემამულეების საკითხებთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ კონსტანტინიდმა შეხვედრა გამართა ქ. ალიკანტეს მერთან ლელოს გონსალეს სერნასთან.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უცხოეთში, კერძოდ ესპანეთის სამეფოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერას, როგორც   სხვადასხვა პროექტების განხორციელების კუთხით, ასევე  ადგილობრივ დონეზე მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

 

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ალიკანტეს მერს იმ პროექტებისთვის რასაც მერია ახორციელებს ქართული დიასპორისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს თანამემამულეებს  თავისი საქმიანობის განხორციელების და  ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრა ქ.ალიკნატეს განვითარების და ინოვაციების ცენტრის გენერალურ დირექტორთან, ხუან იგნასიო ტორრეგროსასთან, სადაც მხარეებმა განიხილეს ცენტრის მიერ, ინოვაციური და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებული პროექტების, მათ შორის სტარტაპების კუთხით, საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხი.

ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხევდრებს გამართავს ასევე ქ. ბარსელონაში. ვლადიმერ კონსტანტინიდი საქართველოს დელეგაციასთან ერთად შეხვდება ესპანეთის სამეფოში მცხოვრებ ქართულ დიასპორას.

აღსანიშნავია,  რომ ვიზიტი ხორციელდება მიგრაციის განვითარების პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან გამართავენ ესპანეთის მიგრაციის კანონმდებლობის შესახებ გზამკვლევის პრეზენტაციას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner