logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით, საქართველოს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს თავის ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით
- +

22 ოქტომბერი. 2021. 15:02

 

 

მსოფლიო ბანკის ეგიდით გაეროს პროფილური ინსტიტუტებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების მიერ ერთობლივად შემუშავებული მეთოდიკის საფუძველზე გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის გაანგარიშება მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის მიხედვით ხორციელდება.

 

აღნიშნული შეფასების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველომ 62.0 ქულით 2021 წელს ისტორიულ მაქსიმუმს 21-ე ადგილს მიაღწია და გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა 8 პოზიციით გაიუმჯობესა. ამ მაჩვენებლით საქართველოს ევროპაში 18-ე ადგილი უკავია და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ნორვეგია და შვედეთი.

 

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით, საქართველოს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს თავის ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით. კერძოდ, სომხეთს აღნიშნული მაჩვენებლით უკავია 28-ე, თურქეთს - 39-ე, რუსეთს - 53-ე, ხოლო აზერბაიჯანს - მხოლოდ 114-ე ადგილი. აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე (ბალტიის ქვეყნების ჩათვლით) გაშუალებულად, საერთო მაჩვენებლით რომ ყოფილიყო შეფასებული, იგი მხოლოდ 49-ე ადგილს დაიკავებდა.

 

აღნიშნული შეფასება განხორციელებულია ავტორიტეტული შვეიცარიულ-სამხრეთ კორეული ტრანსეროვნული ორგნიზაცია SolAbility-ის მიერ 26 ინდიკატორის მიხედვით, რომლებიც 5 ფაქტორის სოლიდარული მმართველობა, ინფრასტრუქტურა, ბიზნესგარემო, კორუფცია და ფინანსური სტაბილურობა) გათვალისწინებას ეფუძნება. იოსებ არჩვაძის განცხადებით, აღნიშნული პუბლიკაცია და ავტორიტეტული და მიუკერძოებელი საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ საქართველოსათვის მიკუთვნებული მაღალი რეიტინგი ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში ეკონომიკური რეფორმების თანმიმდევრულად გატარებისა და ბიზნესის ხელშეწყობისათვის საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის ობიექტური და დამსახურებული შეფასებაა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner