logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ვასილ ურუშაძეს ნიკანორ მელიამ გაწეული ღვაწლისთვის „ჩრდილოვან კაბინეტში“ თანამდებობაც მოუმზადა
- +

22 ოქტომბერი. 2021. 15:11

 

 

„ვასილ ურუშაძე და პლატფორმა 20/20, რომელიც როგორც 2020, ასევე, 2021 წლებში გამოირჩეოდა არჩევნების მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოებით, პირდაპირ დაკავშირებული არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მელიას მხრიდან ვასილ ურუშაძის კანდიდატურის წარდგენის ფაქტს.

 

მისი თქმით, ურუშაძეს ორგანიზაციის დაფინანსების საკითხი კითხვებს აჩენს.

 

„ვასილ ურუშაძე და პლატფორმა 20/20, რომელიც როგორც 2020, ასევე, 2021 წლებში გამოირჩეოდა არჩევნების მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოებით, პირდაპირ დაკავშირებული არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. აქედან გამომდინარე მას, მის მიერ საარჩევნოდ გაწეული ღვაწლისთვის „ჩრდილოვან კაბინეტში“ თანამდებობაც მოუმზადა ნიკანორ მელიამ. ფაქტია, ამით ვასილ ურუშაძე ოფიციალურად დასახელდა ოპოზიციური პარტიის გუნდის წევრად. ლოგიკურად ჩნდება კითხვა ვინ აფინანსებდა და აფინანსებს პროექტს "ხმის მცველი"?! იქნებ დადგა დრო პლატფორმა 20/20-მა საჯაროდ წარმოადგინოს დაფინანსების წყარო?! "ნაციონალური მოძრაობის" ერთიანი ბიუჯეტირების კვალს ნეტა ვისკენ მივყავართ?!“ - წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner