logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი: ბრიტანეთს შეუძლია, გამოგიცხადოთ მხარდაჭერა აგრესორების წინაშე, მე რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ თემთა პალატაში ვისაუბრო ამ საკითხზე - რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებ
- +

22 ოქტომბერი. 2021. 16:14

 

 

ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი, ლინდსი ჰოილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებისთვის, მყარი საფუძველი უკვე არსებობს.

 

„ბრიტანეთსა და საქართველოს აკავშირებთ ისტორია - ორმხრივად კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მტკიცე მეგობრობა მნიშვნელოვანია და ის გვაქვს კიდეც, თუმცა ეს ყველაფერი კავშირშია იმასთანაც, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს წინსვლაში ინვესტიციებისა თუ ვაჭრობის მიმართულებით. ჩვენს ურთიერთობებში ფუნდამენტი უკვე არსებობს, ახლა მასზე დაშენების დროა. ბრიტანეთს შეუძლია, გამოგიცხადოთ მხარდაჭერა აგრესორების წინაშე, მე რაც შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ თემთა პალატაში ვისაუბრო ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, როგორც მისი სპიკერი, ამას გავაკეთებ. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ“, - აღნიშნა ლინდსი ჰოილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner