logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილისთვის იმ კანონებით რომ მიესაჯათ სასჯელი, რა კანონებიც თავად ჰქონდათ, 30-წლიანი პატიმრობა მოუწევდა
- +

22 ოქტომბერი. 2021. 16:18

 

 

წარმოიდგინეთ, მიხეილ სააკაშვილისთვის იმ კანონებით რომ მიესაჯათ სასჯელი, რა კანონებიც თავად ჰქონდათ, მას 30-წლიანი პატიმრობა მოუწევდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.

 

კახა კალაძემ ჟურანლისტებთან „ქრონიკის“ მოპოვებელი ექსკლუზიურ მასალა შეაფასა.

 

„აშკარად ჩანს, რომ არ ენდობოდა იმ ადამიანებს, ვისაც გადმოჰყავდა უკანონოდ და უბრალოდ გზაში იგონებდა რაღაცებს და წერდა, რათა შემდეგ დაედო ვიდეოები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ვიღაცამ გაიტაცა, რომელიღაცა ქვეყნის სპეცსამსახურმა და ასე შემდეგ. სასაცილოა ეს ყველაფერი ნამდვილად“, – განაცხადა კალაძემ.

 

„ქრონიკამ“ მიხეილ სააკაშვილის საქმის ექსკლუზიური მასალა მოიპოვა.ვიდეოკადრებში, უკრაინიდან საქართველოში ტრაილერით მომავალი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი კადრებია. ვიდეოში, რომელსაც სააკაშვილი რძის პროდუქტით სავსე სატვირთოს მისაბმელში თავადვე იღებს, ის აქამდე უცნობ სცენარს ავითარებს იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ისე არ განვითარდებოდა, როგორც თავად დაგეგმა. თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, სავარაუდოდ, მისი გატაცების სცენარს აამუშავებდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner