logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა და პანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის შოკისას შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა
- +

22 ოქტომბერი. 2021. 16:18

 

 

 

„მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსი ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპოზიტურ ინდიკატორად, რომელიც მსოფლიოს 180 ქვეყნის მთავრობების საქმიანობის ეფექტურობას 26 ინდიკატორის მიხედვით აფასებს. აღნიშნულ ინდექსში ქვეყნის მოწინავე პოზიციები იმ თვალსაზრისითაც არის საინტერესო, რომ დარდება რა სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს, ბოლო წლებში ქვეყნის პროგრესსაც გვიჩვენებს. მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა, რაც მთავარია კოვიდ პანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის შოკისას შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, ევროპის საუკეთესო 20-ეულში მოხვდა“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „მთავრობის ეფექტიანობის ინდექსის“ ახალ მაჩვენებელს, რომელშიც საქართველომ 8 სარეიტინგო ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია.

 

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მთავრობის კრიზისული და პოსტკრიზისული მენეჯმენტის მაღალ ეფექტურობაზე და მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის ნარატივს ქართული ოცნების წარუმატებელ მმართველობაზე. საქართველოს მთავრობის შეფასება იმითაც არის აღსანიშნავი, რომ მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსი შვეიცარიულ-სამხრეთ კორეულმა ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა SolAbility გამოაქვეყნა, რომელიც მდგრადი განვითარებისა და მართვის კონსალტინგის სფეროში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

 

ნიშანდობლივია, რომ ინდექსი ეფუძნება რა მსოფლიო ბანკის, გაეროს პროფილური ინსტიტუტებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების გამოკვლევებს, საბოლოოდ ფასდება 5 ფაქტორის მიხედვით ისეთი 15 კრიტერიუმით:

 

  • სოლიდარული მმართველობა, სახელმწიფო სერვისები, ინვესტიციები, გზები და რკინიგზა

 

  • საკომუნიკაციო ქსელური ინფრასტრუქტურა, ბიზნესგარემო და სექტორული განვითარება

 

  • კორუფცია და მექრთამეობის გავრცელება, ბიუროკრატიზაცია, ასევე ფინანსური მდგრადობა და ფინანსური შოკების გავლენა ეკონომიკაზე

 

ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, მთავრობის ეფექტიანობით საქართველო შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ლიდერობს, 100%-იანი სკალით, 62%-ი პროცენტული მაჩვენებლით, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია.

 

მისი თქმით, რეიტინგში საქართველომ გაუსწრო არა მხოლოდ რეგიონის ყველა ქვეყანას, არამედ მსოფლიოს ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, კანადა, ნიდერლანდები, ავსტრალია, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, შვედეთი, ისრაელი, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ა.შ. „ეს ის კრიტერიუმებია, რაზედაც ოპოზიცია და განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა მხარდამჭერი ე.წ მეინსტრომული მედიიდან მუდმივად აპელირებს მთავრობის არაეფექტურ მმართველობაზე, განსაკუთრებით ანტიკრიზისული მენეჯმენტის და კორუფციის თვალსაზრისით,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner