logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მიდგომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც იქნებოდა ნებისმიერი პატიმრის მიმართ
- +

23 ოქტომბერი. 2021. 12:59

 

 

„მიდგომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც იქნებოდა ნებისმიერი პატიმრის მიმართ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებებია და ამ სტანდარტის ფარგლებში იქნება სათანადო მოპყრობა. თუმცა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პრივილეგიებით არცერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მითუმეტეს არც მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მძიმე დანაშაულები აქვს ქვეყნის, ხალხისა და ცალკეული მოქალაქეების წინაშე. ამიტომ კონკრეტულ პრივილეგიებზე საუბარი საფუძველს არის მოკლებული“, - აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner