logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი, არ მისცემს ხმას მოძალადე მკვლელებსა და მჩაგვრელებს
- +

23 ოქტომბერი. 2021. 15:31

 

 

„რომ არ ყოფილიყო მოღალატე გახარიას ფაქტორი, რა თქმა უნდა, სრული თავდაჯერებულობით მინდა ვთქვა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებდა ჩვენი კანდიდატი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მეორე ტურები არის გახარიას და არა სააკაშვილის გამო.

 

„ქუთაისის საკრებულოში ჩვენ გვაქვს უმრავლესობა, ეს ერთი და მეორე - მეორე ტურები სადაც მივიღეთ, მივიღეთ გახარიას გამო და არა სააკაშვილის გამო. ეს არის ფაქტი და აქედან გამომდინარე, მეორე ტურში ვინ არის ჩვენი ოპონენტი - მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის კანდიდატები და მათ ყველას, რა თქმა უნდა, დავამარცხებთ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ქუთაისში. იცოდნენ, რომ ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი არ მისცემს ხმას მოძალადე მკვლელებსა და მჩაგვრელებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner