logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ხაზარაძე იყო სააკაშვილის კრიმინალური დავალებების მოსამსახურე
- +

23 ოქტომბერი. 2021. 16:58

 

 

„ხაზარაძე არის იქ, სადაც უნდა იყოს. ის ყოველთვის იყო სააკაშვილის ერთგული მსახური“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძეს საზოგადოებამ სათანადოდაც უპასუხა და არჩევნებზე, 2%-ზე მეტი არ ერგო.

 

„ხაზარაძე იყო სააკაშვილის კრიმინალური დავალებების მოსამსახურე. ბიზნესების დატერორების, ქონებების წართმევისა და შემდეგ, თავისი ბანკის ტრანზაქციების გატარების უბადლო შემსრულებელი. კაცმა, რომელსაც ერთ დროს ჰქონდა წარმატებული ბანკირის იმიჯი, როგორ უნდა მოახერხო, რომ დღეს მევახშე და სააკაშვილის მსახური დაგარქვან?! საერთოდ, როგორ ბედავს ეს კაცი, რომ ლაპარაკობს ჩვენზე და მითუმეტეს - თვითმმართველობასა და დემოკრატიაზე?! ამიტომ, ღირსია, ამიტომაც უპასუხა ხალხმა და 2%-ზე მეტს ვერ იღებს არჩევნებზე. ასეც დაამთავრებს კრახით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner