logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: როგორც პრემიერ-მინისტრმა, ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩვენი ხალხისთვის დროულად შემომეტანა ვაქცინები
- +

23 ოქტომბერი. 2021. 16:59

 

 

„მე, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩვენი ხალხისთვის დროულად შემომეტანა ვაქცინები. დანიშვნის დღიდან, პირადად ვიყავი ამაში ჩართული და მილიონობით დოზა ვაქცინა შემოვიტანეთ - „ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქვეყნის ვაქცინებით მომარაგება განგრძობადი პროცესია და 1 ოქტომბერსაც, საქართველოში დამატებითი დოზები შემოვიდა.

 

„პირადად ვიყავი ჩართული კამპანიაშიც, მთავრობის წევრებთან ერთად. პირადად მივეცი მოქალაქეებს მაგალითი, როცა კოვიდგადატანილი ორჯერ ავიცერი „ფაიზერით“. ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. ამასთან, გვქონდა ვაქცინაციის ძალიან აქტიური კამპანია. შევძელით ორი მილიონი აცრის გაკეთება, ანუ მილიონი ადამიანი ავცერით. ახლა პროცესი გრძელდება. ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაშიც არიან ანტივაქსერები, ადამიანები, რომელთაც ვაქცინის ეფექტიანობის არ სჯერათ. ეს არის მცდარი აზრი. ყველამ, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის - ოპოზიციამაც. რა თქმა უნდა, ნორმალურ ოპოზიციას ვგულისხმობ. ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს, რომ ეს დესტრუქციული ძალები ამაში ჩაერთვებიან. ავიცრათ, დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner