logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: გვახსოვს, როგორ არჩევნებს ატარებდა სააკაშვილი, ადგილი ჰქონდა მანიპულაციას, ძალადობას და აგრესიას
- +

23 ოქტომბერი. 2021. 17:02

 

 

„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები არის სანიმუშო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩატარებული არჩევნები გაიხსენა და განაცხადა, რომ ათასობით ხმა ყალბდებოდა და სპეციალური სქემით საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენები იყრებოდა.

 

„გვახსოვს, როგორ არჩევნებს ატარებდა სააკაშვილი, როგორი მანიპულაცია, ძალადობა, აგრესია ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. 55 ხმას კი არა, ყველას კარგად ახსოვს, ათასობით ხმას იპარავდნენ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ იბეჭდებოდა საარჩევნოდ ათასობით ყალბი პირადობის მოწმობა და ეს საქმე ღარიბაშვილმა მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს გამოიძია.

 

„გახსოვთ ალბათ, ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდნენ. ეს საქმე ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობისას გამოვიძიე. ათასობით ყალბი პირადობის მოწმობა ამოვიღეთ. მაშინ კუდ-ის სპეციალური ქვედანაყოფი ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციებს. მიდიოდნენ და პირდაპირ საარჩევნო ყუთებში ყრიდნენ ყალბ ბიულეტენებს. ეს ხელწერა იყო და ახლა ნახეთ განსხვავება, თუ როგორ ტარდება დღევანდელი არჩევნები. რომელიც არის სანიმუშო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ, განვაგრძობთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ გვაქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner