logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ ბაღდათში ღირსეული კანდიდატი ჰყავს, კახა ენუქიძე მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს
- +

23 ოქტომბერი. 2021. 17:02

 

 

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ბაღდათში ვიზიტის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და პარტიას ბაღდათში საკმაოდ ღირსეული კანდიდატი ჰყავს.

 

„დასავლეთ საქართველოში ბაღდათში გვქონდა ბოლო შეხვედრა ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან და მხარდამჭერებთან. ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს კახა ენუქიძის სახით ბაღდადში, რომელსაც ძალიან მცირედი დააკლდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში მოეგო ეს არჩევნები. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ ის მეორე ტურში გაიმარჯვებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner