logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: გვსურს დავანახოთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სიმშვიდეს და არა ძალადობას
- +

27 ოქტომბერი. 2021. 15:44

 

 

„საზოგადოებას სურს სიმშვიდე, ქვეყნის განვითარება და სწორედ ამიტომ, მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას ვასრულებთ იმ გზავნილით, რომ გამარჯვება, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ერთად მიაღწია, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„თბილისის საზოგადოება ნელ-ნელა უკვე იკრიბება თავისუფლების მოედანზე. ამ აქციას ძალიან მალე შემოუერთდება რეგიონებიდან ათი ათასობით ადამიანი. აქციის მთავარი გზავნილია „არა ძალადობას, არა რევანშიზმს“. საზოგადოებას სურს სიმშვიდე, ქვეყნის განვითარება და სწორედ ამიტომ, მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას ვასრულებთ იმ გზავნილით, რომ გამარჯვება, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ერთად მიაღწია, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ჩვენ არავის ვეჯიბრებით რიცხვებში, უბრალოდ გვსურს დავანახოთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სიმშვიდეს და არა ძალადობას“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner