logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოებასთან კომუნიკაციის საფუძველზე ვამბობ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ
- +

27 ოქტომბერი. 2021. 15:45

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ.

 

„საზოგადოებასთან გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, განსხვავებული პროცენტული მაჩვენებლებით ჩვენი კანდიდატები გაიმარჯვებენ. შედეგად არჩევნების შემდგომ ქვეყანას, საზოგადოებას, ხელისუფლებას მიეცემა საშუალება და ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც სურს განვითარება, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ ქვეყნის განვითარებაზე და 2024 წლისთვის შევძლოთ ოფიციალური განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობაზე“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

30 ოქტომბერს საქართვლოში თვითმმართელობის არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner