logo_geo
eng_logo
ნიკუშა შენგელაია: არჩევანი არის მშვიდობას, ნორმალურ განვითარებასა და დესტაბილიზაციასა და გაურკვევლობას შორის
- +

27 ოქტომბერი. 2021. 17:21

 

 

„ვფიქრობ, არჩევანი არის მშვიდობას, ნორმალურ განვითარებასა და დესტაბილიზაციასა და გაურკვევლობას შორის. აი, ეს არჩევანია და მინდად ვთხოვო ყველას, რომ აუცილებლად მიხვიდეთ არჩევნებზე ოჯახებით, მეგობრებთან, მეზობლებთან ერთად“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა ნიკუშა შენგელაიამ თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრებიდან „იმედი LIVE“-ში ჩართვისას განაცხადა.

 

მისი თქმით, დემოკრატიული ყოფის მთავარი ბერკეტია არჩევნებში ხმის მიცემა. აქედან გამომდინარე, მთავარია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი.

 

„ძალიან ღირსეული საზოგადოება გვყავს ჩვენ, თავისუფლების მოყვარე. ეს ხალხი აქციაზე ამდენი ამიტომ შეიკრიბა, რომ კიდევ ერთხელ დაანახოს ყველას, სად არის უმრავლესობა. ათი ამდენი კიდევ ვერ მოვიდა. ეს ხალხი ყველა არჩევნებზე უნდა მივიდეს, რათა დასრულდეს ეს საუბარი და მიეცეს ქვეყანას განვითარებისა და ხალხზე ზრუნვის საშუალება. ეს არის დღევანდელი შეკრების ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივი“, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner