logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ეს ქვეყანა ჩვენი, საკუთარი ქვეყნის მოყვარული ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო ავანტიურისტების პოლიტიკური სარბიელი
- +

27 ოქტომბერი. 2021. 18:18

 

 

დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. როგორც კალაძემ აღნიშნა, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლები მაქსიმალურად უნდა მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დაუსვან ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში.

 

„ამ არჩევნების მეორე ტურმა ყველა ქალაქში,  ყველა მუნიციპალიტეტში ყველას უნდა დაანახოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი, მშვიდობისმოყვარე, საკუთარი ქვეყნის მოყვარული, საკუთრი ისტორიის, სახლემწიფოსა და ეკლესიის პატივისმცემელი ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო ავანტიურისტების პოლიტიკური სარბიელი.

 

სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner