logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: 9 წლის წინ, ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, შეძლო ბოროტი, მახინჯი სისტემის დამარცხება
- +

27 ოქტომბერი. 2021. 18:30

 

 

„9 წლის წინ, ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, შეძლო ბოროტი, მახინჯი სისტემის დამარცხება. თავისუფლებისმოყვარე ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვასა და სიცრუეს. ეს ის მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, 30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დასრულდეს ძალადობასა და ბოროტებაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალის ამბიციები ამ ქვეყანაში.

 

„ჩვენ, 30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დავასრულოთ ძალადობასა და ბოროტებაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალის ამბიციები ამ ქვეყანაში, გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და ვაჩვენოთ როგორც ერთმანეთს, ისე მთელ მსოფლიოს, რომ ამ უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაში ადამიანის ღირსებისა და რწმენის შეურაცხყოფის ადგილი არ არის და არ არსებობს. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა, ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანას. მეტიც, ეს დესტრუქციული განწყობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ანადგურებს იმ ადამიანებსაც, ვინც თავად წარმოადგენენ ამ პოლიტიკურ ძალას. ამიტომ, ჩვენ ეს ადამიანებიც უნდა დავიხსნათ ძალადობრივი იდეოლოგიის ტყვეობისგან, უნდა შევეცადოთ, ავუხილოთ თვალი და მოვაქციოთ სახელმწიფოსა და საკუთარი ხალხის პატივისცემისკენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner