logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი: ნებისმიერი პროვოკაცია, სპეკულაცია და დესტაბილიზაცია, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ითხოვს მყისიერ და გონივრულ რეაგირებას
- +

17 ნოემბერი. 2021. 18:30

 

 

„არ შეიძლება ამ ვითარებაში არ გამოვთქვა წუხილი, რომ ინფორმაციისა და მოზომილი კომენტარების მაგივრად ზოგი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს მეტ გაუგებრობას, დაძაბულობასა თუ გაღიზიანებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ნებისმიერი პროვოკაცია, სპეკულაცია და დესტაბილიზაცია საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ითხოვს მყისიერ, დაფიქრებულ და გონივრულ რეაგირებას.

 

„ქვეყნის სიმშვიდისა და დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გავიაზროთ ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია და დაპირისპირების მცდელობები. ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია და რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაა განსაკუთრებული დაკვირვებისა და საფრთხის ქვეშაა. ამიტომ ნებისმიერი პროვოკაცია, სპეკულაცია და დესტაბილიზაცია საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ითხოვს მყისიერ, დაფიქრებულ და გონივრულ რეაგირებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner