logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში, მაგრამ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა, თუ რა საფრთხეებთან არის ეს დაკავშირებული
- +

17 ნოემბერი. 2021. 18:40

 

 

 

„ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა, რიგითი პატიმრები გადაყვანილ იყოს სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს ეს ან რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული,“ - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

„თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილ იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი, საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას, შიმშილობისას თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე ანუ, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ ამ მიმართულებითაც, ნათელი უნდა მოეფინოს ობიექტურ საჭიროებებსა და პრეტენზიებს. რა სტანდარტების დაცვა მოეთხოება უცხოეთში პენიტენციური სისტემის კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრები. ანუ, სამედიცინო დანადგარების ნუსხა, რითიც უნდა იყოს აღჭურვილი დაწესებულება, სადაც პატიმარი გააგრძელებს მკურნალობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner